შეხვედრა კერძო სექტორთან ამბროლაურში!

8 სექტემბერს, USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში, გაიმართა შეხვედრა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის კერძო სექტორის წარმომადგენლებთან. დამსწრეებმა მიიღეს ინფორმაცია პროგრამის შესახებ და განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები, რათა მხარი დაუჭირონ რეგიონის სკოლების განვითარებას.

შეგახსენებთ, რომ USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ერთ-ერთი მთავარი მიზანია სკოლებისა და კერძო სექტორის დაკავშირება.