ქუთაისში კერძო სექტორთან შეხვედრა გაიმართა!

7 სექტემბერს, USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში, კერძო სექტორისთვის პროგრამის შესახებ პრეზენტაცია ჩატარდა. შეხვედრაზე განიხილეს სკოლებისა და ბიზნესსექტორის პარტნიორობის წარმატებული მაგალითები, შემდეგ კი იმსჯელეს სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობების შესახებ.

შეგახსენებთ, რომ USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ერთ-ერთი მთავარი მიზანია სკოლებისა და კერძო სექტორის დაკავშირება.