სამოქალაქო განათლების კვირეული სურამში

2012 წლის 1 - 5 მაისს  სურამის მე-3 საჯარო სკოლაში ჩატარდა სამოქალაქო განათლების კვირეული. კვირეულის ფარგლებში მოეწყო აქცია „სუფთა სკოლა“.  მოსწავლეებმა დაასუფთავეს სკოლის ეზო და მიმდებარე ტერიტორია, ხოლო ადგილობრივ თითმმართველობასთან ერთად დასუფთავდა სურამის რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორია და ზინდისის ტყის გარკვეული მონაკვეთი.  თვითმართველობამ უზრუნველყო ნაგვის გატანა, ტრანსპორტირება.

4 მაისს მოეწყო ანტინარკოტიკული და აზარტული თამაშების საწინააღმდეგო მოსწავლეთა ნახატების გამოფენა, ამ თემაზე კლიპის ჩვენება და განხილვა. მოსწავლეებმა ქუჩაში დაარიგეს საინფორმაციო ბუკლეტები  მოსახლეობის  თვითშეგნების ამაღლების და ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების მიზნით.  

5 მაისს  საქველმოქმედო საზოგადოება „მადლის“ წევრებთან ერთად კლუბის წევრები იმყოფებოდნენ ხაშურის ოჯახური ტიპის ბავშვთა სახლში და აღასაზრდელებს მათივე სურვილით საჩუქრად მიუტანეს - ჰამაკი.
 
საზოგადოება „ბილიკი“