ბავშვთა უფლებები და უსაფრთხო სკოლა

სამოქალაქო საზოგადოების განვითარების კავშირი "ბორჯღალო"-ს მიერ, "სამოქალაქო ინსტიტუციონალიზმის განვითარების ფონდის" ფინანსური მხარდაჭერით  "ბავშვთა უფლებები და უსაფრთხო სკოლის"ფარგლებში შექმნილ ვებ-პორტალზე www.legalportal.ge - აჭარის იურიდიული გზამკვლევი, მომზადდა სკოლის მოსწავლეებისათვის გათვალისწინებული საბავშვო იურიდიული რუბრიკა.


საბავშვო იურიდიული რუბრიკა მასზე განთავსებული მრავალფეროვანი ინფორმაციით შესაძლებლობას აძლევს სკოლის მოსწავლეებს:

 

*** გაეცნონ ბავშვთა უფლებების ცნობარს, რომელშიც მოცემულია ამონარიდები ბავშვის უფლებათა კონვენციიდან და საქართველოს კანონმდებლობიდან. მოსწავლეთათვის გასაგებად განმარტებული და განვრცობილია მათი შინაარსი. ასევე განსაზღვრულია ბავშვთა უფლებების დაცვისა და რეალიზაციის პროცედურები და მექანიზმები, სხვა სამართლებრივი საკითხები, რომლებიც ბავშვებს შეეხება და რომელთა ცოდნაც მათთვის მნიშვნელოვანია;

*** იურიდიული ვიქტორინის საშუალებით გამოცადონ თავიანთი ცოდნა იურიდიულ სფეროში;

*** მიიღონ ინფორმაცია ,,უსაფრთხო სკოლის“ კონცეფციის შესახებ, გაერკვნენ სკოლის მანდატურების სტატუსსა და მათ უფლება-მოვალეობებში;

*** მონაწილეობა მიიღონ ინტერაქტივში და შეაფასონ თავიანთ სკოლაში უსაფრთხოების თვალსაზრისით  არსებული მდგომარეობა;

*** გამოაგზავნონ ინფორმაცია სკოლაში მოსწავლეთა უფლებების დარღვევის კონკრეტულ ფაქტებზე, წარმოადგინონ თავიანთი შეხედულებები თუ როგორ აფასებენ  სკოლაში არსებულ მდგომარეობას უსაფრთხოების კუთხით, როგორია დირექციის დამოკიდებულება მათდამი, რა ნაკლოვანებებს ხედავენ და რას შეცვლიდინენ ამ მხრივ.


საბავშვო იურიდიული რუბრიკის შექმნის მიზანია სკოლის მოსწავლეთა სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება და მათი აქტიური ჩართვა ,,უსაფრთხო სკოლის“ რეფორმის განხორციელების პროცესში.