სასკოლო სამოქალაქო კლუბის წევრები სოფელ კურტლარის, აზერბაიჯანული სექტორის სკოლაში, უმცროს კლასელებს ქართული ენის შესწავლაში ეხმარებიან

მცირე საგრანტო პროექტის "ჩემი მეგობარი წიგნები" ფარგლებში, რომელიც მოსწავლეებმა გასულ აკადემიურ წელს განახორციელეს, სკოლაში სამკითხველო კუთხე შეიქმნა. თავდაპირველად, მოსწავლეებმა წიგნის თარო, თანატოლების ინტერესების გათვალისწინებით ახალი ქართული წიგნები შეიძინეს და ქართულენოვანი ლიტერატურის პოპულარიზაცია დაიწყეს.


2021 წლის თებერვლიდან, სასკოლო სამოქალაქო კლუბის წევრების ინიციატივით, თვეში ერთხელ, სკოლაში უმცროსი კლასის მოსწავლეებისთვის ქართული წიგნების კითხვის საათი ეწყობა. პირველ შეხვედრაზე უფროს კლასელებმა პატარებს ზღაპარი "ზოოპარკში და სხვა ამბები" წაუკითხეს. პროცესი ძალიან სახალისო და ინტერაქტიული აღმოჩნდა. პატარებმა ზღაპრის გმირები დახატეს და ერთმანეთს წაკითხულის შესახებ შთაბეჭდილებებიც გაუზიარეს.


მოსწავლეები აგრძელებენ ამ საინტერესო წამოწყებას და მათი სკოლის ნებისმიერ დაინტერესებულ პატარას ქართული ზღაპრების კითხვის სახალისო პროცესში მონაწილეობას მომავალშიც შესთავაზებენ