სოფელ არაშენდის სასკოლო სამოქალაქო კლუბის წევრებმა სკოლის ეზოს გამწვანებაზე იზრუნეს.

სასკოლო სამოქალაქო კლუბის წევრებმა სოფელ არაშენდიდან სასკოლო საჭიროებების კვლევა ჩაატარეს და მათი თანატოლებისთვის პრიორიტეტული თემები დაადგინეს. ერთ-ერთ საჭიროებად სკოლის ტერიტორიის გამწვანება და კეთილმოწყობა დასახელდა.  ამ საკითხზე მოსწავლეებმა ადგილობრივ თვითმმართველობას და გურჯაანის სატყეო მეურნეობას მიმართეს, საიდანაც საჩუქრად მარადმწვანე ნერგები მიიღეს.  კლუბის წევრებმა ნერგები დიდი ენთუზიაზმით დარგეს და სკოლის ეზო გაალამაზეს.