სასკოლო სამოქალაქო კლუბის წევრებმა სოციალურად დაუცველ ოჯახებს პირბადეები დაურიგეს

,,ჩვენი დახმარებით სოფელში პირბადეები იმ ადამიანებს მიეწოდა, ვისთვისაც ეს ძალიან იყო საჭირო. სოციალურად დაუცველი ოჯახები განსაკუთრებულ მზრუნველობას საჭიროებენ პანდემიის ასეთ რთულ ვითარებაში და სწორედ ამიტომ, მათი დახმარება ყველა ჩვენგანის ვალია“ – ამბობს სამოქალაქო კლუბის ერთ–ერთი წევრი, სოფელ ქორეთის სკოლის  მე–10 კლასის მოსწავლე, ნინო გუდაძე.

სოფელ ქორეთში სოციალურად დაუცველ ოჯახებს პირბადეების არქონის გამო კორონა ვირუსისგან თავდაცვა უჭირდათ. სწორედ ამასთან დაკავშირებით,


 მიმდინარე წლის ნოემბრის თვეში შედგა მოსწავლეთა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს შეხვდნენ.  შეხვედრაზე მოსწავლეებმა ისაუბრეს სოციალურად დაუცველი ოჯახების საჭიროებებზე, შეარჩიეს კონკრეტული ბენეფიციარები და ადგილობრივ თვითმმართველობასთან ერთად მათთვის პირბადეების გარკვეული მარაგის მიწოდებაზე შეთანხმდნენ. წარმატებული თანამშრომლობის შედეგად,  COVID 19 - ის პრევენციის მიზნით, ჯამში 250 პირბადე, სოციალურად დაუცველ თორმეტ ოჯახს მოსწავლეებმა რეგულაციების დაცვით, პირადად გადასცეს.