„არა ქალთა მიმართ ძალადობას”

სოფელ სადახლოს # 1 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის მოსწავლეებმა16-დღიანი კამპანიის „არა ქალთა მიმართ ძალადობას” ფარგლებში, პოსტერები და ვიდეო მოამზადეს ქალთა უფლებების დაცვის საკითხებზე.
მოსწავლეებმა პოსტერებზე ძალადობის სხვადასხვა ფორმები გამოხატეს, ოჯახური ძალადობა, ნაადრევი ქორწინების ნეგატიური შედეგები, ასევე განმარტეს, თუ როგორ შეიძლება მათი პრევენცია და მათზე რეაგირება.