საქველმოქმედო კონცერტი ფასანაურში

2012 წლის 25 აპრილს ფასანაურის კულტურის სახლში ფასანაურის საჯარო სკოლის სასკოლო სამოქალაქო კლუბმა საქველმოქმედო კონცერტი გამართა.


კონცერტს ესწრებოდნენ  მასწავლებლები, მშობლები, მოსწავლეები, დაბის მოსახლეობა და მოწვეული სტუმრები -დუშეთის რაიონის თვითმმართველობისა და რესურსცენტრის ხელმძღვანელები. კონცერტით მიღებულმა შემოსავალმა 80 ლარზე მეტი შეადგინა, რაც ქველმოქმედებას მოხმარდება.


სამოქალაქო კლუბის წევრთა უმრავლესობა გაერთიანებულია ფოლკლორულ ანსამბლ ,,მთიელებში“.   მათი ინიციატივა იყო გაემართათ კონცერტი და შემოსული თანხით დახმარებოდნენ  დაბის   სოციალურად დაუცველ ადამიანებს. მოსწავლეების შემოქმედებით მოხიბლულმა სტუმარმა, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა ზურაბ ოტიაშვილმა, სკოლას ხმის გამაძლიერებელი აპარატურის და მიკროფონის შეძენა აღუთქვა. კლუბს მხარდაჭერას დაპირდნენ  სხვა სტუმრებიც, მათ შორის პარტნიორი ორგანიზაციიდან. ამჯერად კლუბს საკანცელარიო ნივთების ნაკრები გადაეცა. სასკოლო სამოქალაქო კლუბი კონცერტების ორგანიზებით მომავალშიც აპირებს საქველმოქმედო თანხების მოზიდვას.