არა ქალთა მიმართ ძალადობას

თბილისის და მცხეთა-მთიანეთის რეგიონის სასკოლო სამოქალაქო კლუბების მოსწავლეების ინიციატივით, 16-დღიანი კამპანიის „არა ქალთა მიმართ ძალადობას” ფარგლებში, გამოცხადდა პოსტერების კონკურსი ქალთა უფლებების დაცვის საკითხებზე.
მოსწავლეებმა მოამზადეს პოსტერები და ძალადობის სხვადასხვა ფორმები გამოხატეს, ასევე განმარტეს, თუ როგორ შეიძლება მათი პრევენცია და მათზე რეაგირება. თავიანთი ნამუშევრებით, მოსწავლეებმა ხაზი გაუსვეს ქალის როლს საქართველოს სოციალურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში და მხარი დაუჭირეს გენდერულ თანასწორობას.
ჟიური შეარჩევს გამარჯვებულებს. საუკეთესო ნამუშევრების ავტორებს გადაეცემათ პრიზები, ხოლო პოსტერები სოციალური მედიის საშუალებით გამოქვეყნდება.