სამოქალაქო განათლების 2020 წლის საუკეთესო პედაგოგის კონკურსი

COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული პრობლემების მიუხედავად, ბევრმა მასწავლებელმა წარმატებით გაართვა თავი რთულ გამოწვევებს.  ასეთ გარემოებებში საგაკვეთილო პროცესის წარმართვა, მოსწავლეების პრაქტიკული საქმიანობის  ხელშეწყობა და საკუთარ პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა, კიდევ უფრო დასაფასებელია. სწორედ ამიტომ, სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი, პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში აცხადებს კონკურსს  სამოქალაქო განათლების  2020 წლის საუკეთესო პედაგოგების გამოსავლენად.

როგორც თქვენთვის ცნობილია 2020 წლის გაზაფხულზე, პანდემიის გამო, ვერ მოხერხდა 2019 წლის კონკურსის გამარჯვებული მასწავლებლების დაჯილდოვება. ფორუმის ეროვნულ კონფერენციაზე, რომელიც 2021 წელს გაიმართება, 2019 და 2020 წლის კონკურსის გამარჯვებული მასწავლებლები ერთად დაჯილდოვდებიან. იმედს ვიტოვებთ, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა გაუმჯობესდება და შევძლებთ ფორუმის წევრი პედაგოგებისთვის მნიშვნელოვანი ღონისძიების - სამოქალაქო განათლების ეროვნული კონფერენციისა და გამოფენის ორგანიზებას.

პროგრამას „მომავლის თაობა“, რომლის ფარგლებშიც უკვე მრავალი წელია ეროვნული კონფერენცია ტარდება, ახორციელებს ორგანიზაცია PH International, სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმთან და 8 პარტნიორ რეგიონულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობით, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით.

2020 წლის მასწავლებლის კონკურსის განაცხადის ფორმა იხილეთ ბმულზე. დაინტერესებულმა პედაგოგებმა შევსებული განაცხადი უნდა წარმოადგინონ 2021 წლის 30 იანვრის ჩათვლით.