მოსწავლეები აზარტული თამაშების უარყოფითი შედეგების შესახებ

აზარტული თამაშების უარყოფითი შედეგების შესახებ თანატოლების ინფორმირების მიზნით, თბილისის 108-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ინტერნეტის გამოყენებით მოაგროვეს ინფორმაცია და მოაწყეს ონლაინ შეხვედრა ფსიქოლოგ, ნატო მგალობლიშვილთან. სპიკერმა ისაუბრა აზარტულ თამაშებთან დაკავშირებულ რისკებზე. მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით მოსწავლეებმა მოამზადეს საინფორმაციო ბროშურა და გაავრცელეს სოციალური მედიის საშუალებით.