მოსწავლეებმა სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე სკვერის მოწყობა გადაწყვიტეს

სოფელ სასირეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გადაწყვიტეს სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე სკვერის მოწყობა.

ადგილობრივ თვითმმართველობასთან წარმატებული თანამშრომლობის შედეგად სკოლას საჩუქრად ყვავილოვანი და მარადმწვანე ხეების 20 ნერგი გადაეცა, ხოლო თემის წევრების დახმარებით დასუფთავებისა და გამწვანების აქციები მოეწყო სკოლაში.
გარდა ამისა, მოსწავლეებისათვის ჩატარდება ტრენინგი, მეორადი ნივთების გამოყენების შესახებ. მოსწავლეები მიიღებენ პრაქტიკულ რჩევებს, თუ როგორ დაამზადონ უკვე გამოყენებული პლასტმასის ბოთლებისა და საბურავებისგან საყვავილეები და გაალამაზონ სკვერი.