წიგნი და ზღაპრული სამყარო

სოფელ სასირეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ადგილობრივი საბავშვო ბაღის მხარდაჭერა გადაწყვიტეს. ბაღის აღსაზრდელები ახლომდებარე სოფლებიდან და იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებიდან არიან.
მოსწავლეებმა თავდაპირველად ბაღის საჭიროებები შეისწავლეს და მერე ბავშვების ინტერესებს გაეცნენ. პირველივე სტუმრობის დროს მოსწავლეებმა ბავშვებს ზღაპრები წაუკითხეს და შემდეგ მათთან ერთად ზღაპრის გმირები დახატეს და გამოძერწეს.
სოფელ სასირეთის სასკოლო სამოქალაქო კლუბის წევრები გააგრძელებენ ბაღის აღსაზრდელებთან ურთიერთობას, წიგნის კითხვას, ხატვას, სამაგიდო თამაშებს, ხოლო საახალწლოდ გეგმავენ რომელიმე ზღაპრის მიხვედით, ბავშვების მონაწილეობით, სპექტაკლის დადგმას და მშობლებისათვის წარდგენას.
მოსწავლეების აქტივობები ხელს შეუწყობს ბავშვების დაინტერესებას კითხვით და მათ ინტელექტუალურ განვითარებას.