ახალგაზრდული არჩევნები სკოლაში

სოფელ ქვემო გომის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სკოლაში ახალგაზრდული არჩევნები ჩაატარეს. მოსწავლეები დაიყვნენ ჯგუფებად, თითოეულმა ჯგუფმა კანდიდატი აირჩია, რომელმაც საარჩევნო პროგრამა მოამზადა და წარუდგინა თანატოლებს.
მოსწავლეებმა ასევე მოამზადეს საინფორმაციო მასალა, სადაც წარმოადგინეს საარჩევნო პროცედურები და რეკომენდაციები ხმის მიცემის დროს COVID 19-ის გავრცელების პრევენციის შესახებ.