საინფორმაციო კამპანია არჩევნების თემაზე

სოფელ ბრეთის მეურნეობის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საზოგადოებაში საარჩევნო ცნობიერების ამაღლების მიზნით საინფორმაციო კამპანია ჩაატარეს.
არჩევნების პროცედურების და კენჭისყრის პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობის მნიშვნელობის შესახებ თანატოლების ინფორმირების მიზნით, სკოლაში მშვიდობიან და დემოკრატიულ ატმოსფეროში, დისკუსია და იმიტირებული არჩევნები გაიმართა. მოსწავლეებმა მომავალი ამომრჩევლებისთვის ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესში ხმის მიცემის პასუხისმგებლობისა და გააზრებული არჩევანის მნიშვნელობაზე საინფორმაციო ფლაერები მოამზადეს და თემში გაავრცელეს.