საარჩევნო ცნობიერების ამაღლება

თბილისის სასკოლო სამოქალაქო კლუბების მოსწავლეებმა საზოგადოებაში საარჩევნო ცნობიერების ამაღლების მიზნით საინფორმაციო კამპანია ჩაატარეს. მათ მოამზადეს ბროშურა არჩევნებში მონაწილეობის მნიშვნელობის შესახებ დემოკრატიული ქვეყნის შენების პროცესში. შემდეგ ბროშურა თემში გაავრცელეს და მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდეს.