საირხის საჯარო სკოლაში იმიტირებული არჩევნები ჩატარდა

საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ საირხის საჯარო სკოლაში იმიტირებული არჩევნები ჩატარდა.
„დღეს ჩვენთვის საარჩევნო საკითხებზე მნიშვნელოვანი ტრენინგი ჩატარდა. ტრენინგის მსვლელობისას ვნახეთ საარჩევნო თემაზე გადაღებული ვიდეორგოლები და მონაწილეობა მივიღეთ იმიტირებული არჩევნებში. ტრენინგის თემა „არჩევნების ძირითადი პრინციპები დემოკრატიულ სახელმწიფოში“ ჩემთვის და ჩემი თანატოლებისთვის საინტერესო იყო, ბევრი რამ გავიგეთ არჩევნებში მონაწილეობის მნიშვნელობის შესახებ“ - ამბობს მარიამ შუკაკიძე, სოფელ საირხის საჯარო სკოლის მოსწავლე.
ტრენინგი და იმიტირებული არჩევნები მოსწავლეების მონაწილეობით მცირე გრანტის „მე და დემოკრატია’“ ფარგლებში ჩატარდა.