თბილისის სასკოლო სამოქალაქო კლუბების მოსწავლეების სამუშაო შეხვედრა

თბილისის სასკოლო სამოქალაქო კლუბების მოსწავლეები თბილისის მოზარდთა სახლში შეიკრიბნენ.
შეხვედრაზე მოსწავლეებმა მათთვის პრიორიტეტულ თემებზე ისაუბრეს, როგორიცაა ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, ძალადობის პრევენცია, ქალთა უფლებების დაცვა, საინფორმაციო კამპანია არჩევნებში მონაწილეობის მნიშვნელობაზე და სხვა.
მოსწავლეებმა პროექტების დაგეგმვა-განხორციელების გზებიც განიხილეს.
მსგავსი ტიპის შეხვედრები ჩატარდება რეგიონებში სასკოლო სამოქალაქო კლუბების მოსწავლეების მონაწილეობით.