დემოკრატიის საერთაშორისო დღე

აჭარის რეგიონის პარტნიორი სკოლების მოსწავლეების მონაწილეობით ონლაინ დისკუსია გაიმართა თემაზე „საქართველოს დემოკრატიული გზა“. შეხვედრას სამოქალაქო განათლების პედაგოგი ინგა მოსიძე უძღვებოდა.
შეხვედრაზე მოსწავლეებმა იმსჯელეს დემოკრატიის პრინციპებზე და ღირებულებებზე, განიხილეს დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობის პროცესი საქართველოში.
შეხვედრის დასასრულს მოსწავლეებმა პოსტერები და ვიდეო მიმართვა მოამზადეს დემოკრატიის თემაზე და გაავრცელეს სოციალური მედიის მეშვეობით.