მოსწავლეებმა განხორციელებული პროექტებისა და ინიციატივების შედეგები შეაჯამეს

სოფელ კეხიჯვრის სასკოლო სამოქალაქო კლუბის წევრი მოსწავლეები სამოქალაქო განათლების პედაგოგთან ერთად ღია სივრცეში შეიკრიბნენ და განხორციელებული პროექტებისა და ინიციატივების შედეგები შეაჯამეს; ასევე, განიხილეს გამოწვევები, რომლებსაც პროექტების განხორციელების დროს შეხვდნენ და მათი გადაჭრის გზებზეც იმსჯელეს. შეხვედრის ბოლოს კი მათ ერთად დაგეგმეს სამომავლო საქმეები.