მოსწავლეების სტაჟირების პროგრამას ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერია უზრუნველყოფს

ახალქალაქის #2 საჯარო სკოლის მოსწავლეების სტაჟირების პროგრამას ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერია უზრუნველყოფს.
ერთი კვირის განმავლობაში, მოსწავლეები გაეცნობიან მუნიციპალიტეტის მერიის მუშაობის პრინციპებს და ახალგაზრდულ პროგრამებს, რომელსაც მერიის ახალგაზრდული დეპარტამენტი ახორციელებს.
შემდეგ მოსწავლეები მერიის ახალგაზრდულ დეპარტამენტთან ერთობლივ ღონისძიებებს დაგეგმავენ, ხოლო სტაჟირების პროცესში მიღებულ ცოდნას სამოქალაქო პროექტების განხორციელების დროს გამოიყენებენ.