სამოქალაქო ინიციატივა ”იმედის ნათელი სხივი”

თბილისის 23-ე სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბმა განახორციელა ინიციატივა "იმედის ნათელი სხივი", რომლის მიზანიც სათნოების სახლ „კათარზისის“ ბენეფიციარების დახმარება იყო. 
ინიციატივის განხორციელების ხელშეწყობის მიზნით კლუბის წევრებმა (20 მოსწავლე) სოციალური მედიის, სკოლაში გაკრული პოსტერებისა საშუალებით გაავრცელეს ინფორმაცია ამ აქტივობის შესახებ და  წინასწარ ჩატარებული კვლევის საფუზველზე დახმარება გაუწიეს კათარზისის ბენეფიციარებს. მათ ასევე მოხუცებსათვის ჩაატარეს ღონისძიება/კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ # 23-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები. 
კლუბის წევრები მხოლოდ ამ აქტივობებით არ შემოიფარგლნენ. მათ შეიტყვეს, რომ  ტარდებოდა ტელემარათონი სათნოების სახლის ბენეფიციარებისათვის  ფონდების მოსაზიდად. მოზარდებმა კათარზისის ადმინისტრაციას შესთავაზეს დახმარება ფლაერების დარიგებასა და ინფორმაციის გავრცელებაში. კლუბის წევრები ბენეფიციარ მოხუცებთან ერთად თბილისის სხვადასხვა უბანში რამოდენიმე საათის განმავლობაში არიგებდნენ ტელემარათონის საინფორმაციო ფლაერებს. ამავე დღეს კლუბის წევრებმა სამოქალაქო კლუბის   ფეისბუქის საშუალებით 3000-მდე ადამიანს შეატყობინეს ტელემარათონის შესახებ. 
კლუბის წევრები გეგმავენ სხვა სამოქალაქო განათლების კლუბებთან ერთად სისტემატურად ეწვიონ კათარზისს და მოხალისეობრივ საწყისებზე კვლავაც დაეხმარონ ხანდაზმულებს.

თბილისის მოზარდთა სახლი

ღონისძიების ვიდეო რგოლი: http://www.youtube.com/watch?v=3bFIYGM00_Y&feature=my_liked_videos&list=LLRiUMyDO6P0oGkTTt2D4FnA