დაიწყე შენი დღე სპორტით“

თემში  ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვის მიზნით, მოსწავლეებმა საინფორმაციო კამპანია წამოიწყეს - „დაიწყე შენი დღე სპორტით“. ისინი ახლად გაკეთებული გარე სპორტული სივრცის პოპულარიზაციას გეგმავენ, რომელიც ადგილობრივ ხელისუფლებასთან წარმატებული თანამშრომლობის შედეგად მოეწყო.

ახლა აქ ყოველ დილით იკრიბებიან მოსწავლეები და სხვადასხვა სპორტულ აქტივობებს აწყობენ, მომავალში კი ცნობილი სპორტსმენებისა და ფიტნეს ინსტრუქტორების მოწვევასაც გეგმავენ, რათა მათთან სპორტისა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობაზე ისაუბრონ.

 ,,როდესაც გავიგე, სოფელში  სპორტული სავარჯიშო მოედანის გაკეთება იგეგმებოდა, ძალიან გამიხარდა და დიდი მონდომებით ჩავერთე საქმეში. ახლა ვთვლი, რომ ეს ჩვენი მიღწევაა და ძალიან მეამაყება. დავრწმუნდი, რომ ყველა სწორად დაგეგმილ ქმედებას მოსდევს შედეგი.  ამიტომ დღეს უკვე ახალი მიზანი გვაქვს: გვინდა, რაც შეიძლება ბევრი ახალგაზრდა მოვიზიდოთ ვარჯიშის დროს და რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა იცხოვროს ჯანსაღი ცხოვრების წესით”- ამბობს ნათია გავაშელი, სოფელ მლაშეს საჯარო სკოლის  მე-12 კლასის მოსწავლე.