პროფესიული გაზიარების ჯგუფის ონლაინ შეხვედრები

სამოქალაქო განათლების პედაგოგებისთვის პროფესიული გაზიარების ჯგუფის ონლაინ შეხვედრები გაიმართა.
შეხვედრების დროს პედაგოგებმა პროფესიული გამოცდილება გაუზიარეს კოლეგებს, გაეცნენ დისტანციური სწავლების საუკეთესო პრაქტიკებსა და გამოცდილებას; იმსჯელეს, თუ როგორ აამაღლონ მოსწავლეთა დაბალი მოტივაცია და როგორ გადალახონ განმავითარებელი შეფასების სირთულე, რათა უფრო ეფექტური და მიუკერძოებელი გახადონ ის ონლაინ სწავლების დროს.
საინტერესო და ინტერაქტიული ონლაინ გაკვეთილების დასაგეგმად განათლების ექსპერტმა სიმონ ჯანაშიამ პრაქტიკული რეკომენდაციები გაუზიარა პედაგოგებს, რაც მათ მოსწავლეების მოტივაციის ამაღლებასა და ჩართულობის გაზრდაში დაეხმარება.
შეხვედრებში თბილისის, კახეთის, გურიის, იმერეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, აჭარის, შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთისა და მცხეთა მთიანეთის რეგიონების პედაგოგები მონაწილეობდნენ.

პროფესიული გაზიარების ჯგუფის შეხვედრები, სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის ორგანიზებით, USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში გაიმართა.