მოსწავლეთა ონლაინ შეხვედრა ჟურნალისტ სალომე ჩადუნელთან

შიდა ქართლის რეგიონის სკოლების მოსწავლეთა ონლაინ შეხვედრა გაიმართა ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტთან, სალომე ჩადუნელთან.

სალომე USAID–ის სამოქალაქო განათლების პროგრამის კურსდამთავრებულია და სკოლის ასაკში აქტიურად მონაწილეობდა სამოქალაქო პროექტებში.

შეხვედრის დროს სპიკერმა საკუთარი გამოცდილება გაუზიარა მოსწავლეებს, გაიხსენა ადგილობრივ ხელისუფლებასთან წარმატებული თანამშრომლობის მაგალითები  თემის პრობლემების გადასაჭრელად, ისაუბრა ჟურნალისტის პროფესიაზე და სამოქალაქო საქმიანობაში ჟურნალისტების  მონაწილეობის მნიშვნელობაზე; აღნიშნა, რომ მოტივაცია და შრომისმოყვარეობა განსაკუთრებით უწყობს ხელს პიროვნული და ლიდერული უნარების განვითარებას და ახალგაზრდებს სამოქალაქო პროექტებში აქტიური ჩართულობისკენ მოუწოდა.