მოსწავლეები ჯანსაღი კვებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ

ჯანსაღი კვებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ თანატოლების ინფორმირების საკითხებზე სოფელ ბრეთის მეურნეობის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა იზრუნეს. 


იმისათვის, რომ უფრო მეტმა ადამიანმა გაიღრმავოს ცოდნა ჯანსაღი კვების მნიშვნელობის შესახებ, მათ შეაგროვეს ინფორმაცია ჰერბიციდების და პესტიციდების გამოყენების შესახებ,  დაამზადეს ფლაერები და გააზიარეს სოციალური მედიის საშუალებით.