საკლუბო ღონისძიება „უკეთ გავიცნოთ კავკასია“

2012 წლის 12 აპრილს   „სამოქალაქო განათლების და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის“ ფარგლებში  ქ. ბათუმის #2   საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბ „ბალავარი“-ს და  მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის საერთაშორისო ურთიერთობების კლუბის საერთო ინიციატივით  ჩატარდა საკლუბო ღონისძიება  „უკეთ გავიცნოთ კავკასია“.  
   
ღონისძიების მიზანი იყო კავკასიელი ხალხის ეთნიკური და რელიგიური  ტოლერანტობის ჩვენება. სამოქალაქო განათლების კლუბმა ღონისძიებაზე წარმოადგინა ცნობები და ვიდეო მასალა  კავკასიის ეთნიკურ უმცირესობებზე, მათ განსახლებასა და სამოქალაქო საზოგადოებაში მათ ადგილსა და როლზე.
„ხაზი გავუსვით კავკასიური ეთნოსების მრავალფეროვნებას, დიად კულტურას და ამავადროულად მათ უშუალო კავშირს საქართველოსთან. ღონისძიების მიზანი უპირველესყოვლისა გახლდათ ისიც, რომ დაგვემტკიცებინა, თუ რაოდენ დიდია განსხვავებული მრწამსისა და ეროვნების მქონე კავკასიელი მოსახლეობის რაოდენობა ჩვენი სამშობლოს ტერიტორიაზე.“- ნინო სანაძე, ქ. ბათუმის #2 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბ „ბალავარი“-ს ლიდერი. 
 ღონისძიებაში აქტიურად მიიღო მონაწილეობა ქ. ბათუმის #25 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებმა. ღონისძიებას ესწრებოდა ბათუმის შ. რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო ჯგუფის წევრი – ოლეგ ჯიბაშვილი და მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ადმინისტრაცია. 
ბათუმის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი.