„ლიდერთა აკადემია“

„ლიდერთა აკადემია“ - აჭარის რეგიონის პარტნიორი სკოლების მოსწავლეებისთვის დღის ბანაკი გაიმართა.

მოსწავლეები, ჯგუფური ვიზიტით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს ესტუმრნენ; შეხვდნენ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს დავით გაბაიძეს და საბჭოს  საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიიღეს მისგან. უმაღლეს საბჭოში მცირე ექსკურსიაც მოეწყო მათთვის, ხოლო შემდეგ გაიმართა სამუშაო შეხვედრა, რომელზეც ლიდერობასა და სათემო პრობლემების მოგვარებაში ახალგაზრდების ჩართულობაზე დისკუსია შედგა.

შეხვედრის დასასრულს  მოსწავლეებმა ერთობლივი ღონისძიებები დაგეგმეს და მათ განხორციელებას ამ  ზაფხულს აპირებენ.