მოსწავლეების ძალისხმევით სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ზებრა გადასასვლელი განახლდა

მოსწავლეების ძალისხმევით სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ზებრა გადასასვლელი განახლდა.
სოფელ ქვემო ფოცხოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წერილობით მიმართეს ადგილობრივ თვითმმართველობას სკოლის წინ გადასასვლელის განახლების შესახებ. მოსწავლეთა მოთხოვნა დადებითად გადაწყდა, მოსწავლეების მონაწილეობით ქვემო ფოცხოს საჯარო სკოლის წინ ზებრა გადასასვლელი დაიხაზა.