დეზინფორმაცია და ყალბი ამბები, შეხვედრა ზვიად ქორიძესთან

ჟურნალისტი ზვიად ქორიძე ფეისბუქ გვერდის საშუალებით მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და მშობლებს შეხვდა.

შეხვედრის დროს მან დეზინფორმაციის, ყალბი ამბებისა და მედიის როლის შესახებ ისაუბრა და მონაწილეთა შეკითხვებს უპასუხა.

რომელი მედია საშუალებები ავრცელებენ დეზინფორმაციას? როგორ განვასხვავოთ დეზინფორმაცია რეალური ამბისგან? როგორ გავუმკლავდეთ სხვადასხვა მედიასაშუალებების, მათ შორის სოციალური მედიის გზით გავრცელებულ დეზინფორმაციას? რა ზიანი შეიძლება მიაყენოს ცრუ ინფორმაციამ პიროვნებას ან ორგანიზაციას? რა იციან მოსწავლეებმა დეზინფორმაციის შესახებ და რას სწავლობენ ისინი ამ საკითხის შესახებ სკოლებში? როგორია დეზინფორმაციის პრევენციის ფორმები საქართველოში? უქმნის თუ არა დეზინფორმაცია  საფრთხეს დემოკრატიული პროცესის განვითარებას? კანონის თანახმად, როგორ შეიძლება დაისაჯოს პირი, რომელიც ყალბ ინფორმაციას ავრცელებს?- ეს იყო კითხვები, რომელიც ონლაინ დისკუსიის დროს საქართველოს ყველა რეგიონიდან დაუსვეს ზვიად ქორიძეს და რომელსაც მან  ამომწურავად უპასუხა სოციალური ქსელის მეშვეობით. ონლაინ კონფერენციამ, რომელსაც 1,900 მნახველი ადევნებდა თვალს, მოსწავლეების, პედაგოგებისა და მშობლების  დიდი ინტერესი გამოიწვია.