ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება თემში

თემში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება განიზრახეს სოფელ სასირეთის საჯარო სკოლის მე -10 კლასის მოსწავლეებმა. მათ ადგილობრივ თვითმმართველობას მიმართეს და თემის წევრების დახმარებით სპორტული მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოები წამოიწყეს: სპორტული მოედნის ტერიტორია გაწმინდეს და სპორტული ინვენტარის დასამონტაჟებლად ორმოები მოამზადეს.
სარეაბილიტაციო სამუშაოებს წინ საინფორმაციო კამპანიაც უძღოდა - ესეების, პოსტერებისა და ნახატების კონკურსი ჩაატარეს და თანატოლებს შორის ჯანსაღი ცხოვრების წესისა და ჯანსაღი კვების დამკვიდრების მიზნით ონლაინ პრეზენტაცია წარმოადგინეს.