„მრგვალი მაგიდა“ სამოქალაქო განათლების პედაოგებისთვის

2020 წლის 8 -17 ივნისს, „მრგვალი მაგიდა“ ჩატარდა სამოქალაქო განათლების პედაგოგებისთვის  თემაზე: სამოქალაქო განათლების სწავლება საშუალო საფეხურზე, მოსწავლეთა სამოქალაქო აქტივობები, როგორც  სასწავლო გეგმის ნაწილი და სამოქალაქო განათლების სწავლების სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.

ონლაინ შეხვედრებს სამოქალაქო განათლების ექსპერტები ალუდა გოგლიჩიძე და ნინო ჭიაბრიშვილი უძღვებოდნენ.

„მრგვალი მაგიდის“ ჩატარების შემდეგ, პროგრამა „მომავლის თაობა“ და სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი პედაგოგების მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებს გაუზიარებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს.

„მრგვალი მაგიდა“ ჩატარდა პროგრამის „მომავლის თაობა" ფარგლებში, სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის ორგანიზებით, მას ესწრებოდნენ პედაგოგები ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, აჭარის, გურიის, თბილისის, კახეთის, იმერეთის და  სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონების სკოლებიდან.