ონლაინ კონფერენცია

2012 წლის 24 აპრილს, თბილისში, განათლების მულტიმედია ცენტრში ონლაინ კონფერენცია გაიმართა სამოქალო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში, რომელსაც ახორციელბს PH International,   ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით.
ონლაინ კონფერენციის თემა სამოქალაქო განათლებას და სასკოლო სამოქალაქო კლუბებში მოსწავლეთა ჩართულობას ეხებოდა.
ონლაინ კონფერენციის სტუმარი იყო ნებრასკოს უნივერსიტეტის პროფესორი დელვინ ჰარნიში, რომელმაც ერთი საათის განმავლობაში პასუხი გასცა, როგორც აუდიტორიაში მყოფ თბილისის სამოქალაქო კლუბების წევრების შეკითხვებს, ასევე SKYPE-ის მეშვეობით  მიღებულ პროგრამის პარტნიორი სკოლების სამოქალაქო კლუბების მოსწავლეების შეკითხვებს რეგიონებიდან. განსაკუთრებული აქტივობით გამოირჩეოდნენ მოსწავლეები იმერეთიდან, სამეგრელოდან, გურიიდან, აჭარიდან, კახეთიდან  და მცხეთა-მთიანეთიდან.
ონლაინ კონფერენციის დროს ბ-ნმა დელვინ ჰარნიშმა, რომელსაც დიდი გამოცდილება აქვს საგანმანათლებლო პრიოგრამების დეგმვის, შეფასებისა და განხორციელბის საქმეში, მოსწავლეებს საკუთარი გამოცდილება და ამერიკელი მოსწავლეების სამოქალაქო კლუბების მუშაობის თავისებურებები გაუზიარა. ძირითადი მესიჯი კი ეხებოდა მოსწავლეების აქტიურ ჩართულობას სამოქალაქო საქმეში, პრობლემის დანახვას და მათი გადაჭრის გზების პოვნას , მოსწავლეების ლიდერებად ჩამოყალიბებას და ამით მათი წვლილის შეტანას სახელმწიფოს დემოკრატიული განვითარების საქმეში.