ონლაინ შეხვედრა ბავშვთა და ქალთა უფლებების დაცვის თემაზე

ონლაინ შეხვედრა გაიმართა ბავშვთა და ქალთა უფლებების დაცვის თემაზე ქვემო ქართლის რეგიონში სახალხო დამცველის წარმომადგენელთან მარიამ გვიდიანთან.
მომხსენებელმა ბავშვთა უფლებების კონვენციის შესახებ, ასევე, ქალთა და ბავშვთა უფლებების დაცვის საქმეში სახალხო დამცველის როლზე ისაუბრა და COVID-19 პანდემიის დროს უფლებების დარღვევის შემთხვევები განიხილა. შეხვედრის მონაწილეებს მან რეკომენდაციებიც მისცა, ვის მიმართონ და როგორ მოიქცნენ, თუ მათი უფლებები ირღვევა.
შეხვედრაზე მიღებული ინფორმაცია დაეხმარება ქვემო ქართლის რეგიონის პარტნიორი სკოლების მოსწავლეებს, საინფორმაციო კამპანიები განახორციელონ ბავშვთა უფლებების შესახებ საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლების მიზნით.