აჭარის ჩაისუბნის საჯარო სკოლას რესურსცენტრის ხელმძღვანელი ეწვია

2012  წლის 20 აპრილს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის ხელმძღვანელი  ირაკლი ჯაფარიძე ესტუმრა  ჩაისუბნის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბ „თინეიჯერს“. შეხვედრაზე  სტუმარი კლუბის წევრებს ესაუბრა სამოქალაქო აქტივობებში ჩართულობის როლზე, გაუზიარა გამოცდილება და მოსაზრებები საკლუბო ცხოვრების მნიშვნელობაზე. შეხვედრის ბოლოს ბ–მა ირაკლიმ კლუბ „თინეიჯერი“–ს წევრებს შესთავაზა 5 დღიანი სტაჟირება ხელვაჩაურის რესურსცენტრში, რათა მოსწავლები გაეცნონ  მუშაობას და მის სტრუქტურას. ასევე დაეუფლონ პრაქტიკულ, ზოგად უნარჩვევებს. რაც სამომავლოდ წარმატებული მოქალაქეობისთვის გამოადგებათ. 
ბ–მა ირაკლიმ დადებითად შეაფასა შეხვედრა და დასძინა: „კლუბური ცხოვრება და სამოქალაქო აქტივობა არ არის ერთ ჩარჩოში მოქცეული ურთიერთობა, რომელიც განვითარებას აღარ განიცდის. ეს არის პროცესი, რომელიც ყოველდღიურად უნდა ვითარდებოდეს. ახალი ინიციატივები, ახალი იდეები, ახალი მიდგომები არის ის ღერძი, რომელმაც უნდა განაპირობოს სამოქალაქო კლუბის სწორი განვითარება. კლუბის წევრებს ვურჩიე, რომ იყვნენ მაქსიმალურად ჩართულები საკლუბო ცხოვრებაში, რადგან სამოქალაქო კლუბი ემსახურება მათი იდეების რეალიზებას და მნიშვნელოვან როლს ითამაშებს მომავალი სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობაში.“ 
შეხვედრას ესწრებოდნენ  ჩაისუბნის საჯარო სკოლის  სამოქალაქო განათლების კლუბის წევრები, კოორდინატორი პედაგოგი და სკოლის ადმინისტრაცია. 
აჭარის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი