ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერა

2010 წლის 15 დეკემბერს, ქ. რუსთავის # 15 საჯარო სკოლაში აშშ ელჩმა ბ-ნ ჯონ ბასმა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ბ-ნ დიმიტრი შაშკინმა ერთობლივად ოფიციალურად გახსნეს აშშ მთავრობის მიერ მხარდაჭერილი სამოქალაქო განათლების პროგრამა საქართველოს სკოლებისათვის. სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამა ხორციელდება საქართველოში PH International-ის მიერ და მისი მიზანია გააუმჯობესოს სამოქალაქო განათლების სასკოლო პროგრამის ხარისხი და გაააქტიუროს ახალგაზრდების მონაწილეობა საქართველოს დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობის პროცესში. პროგრამა ხორციელდება საქართველოს ცხრა რეგიონში და მოიცავს 500-მდე სკოლას. პროგრამის გახსნის ცერემონიალზე, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს შორის პროგრამის მხარდაჭერისათვის ხელი მოეწერა ურთიერთშეთანხმების მემორანდუმს. ღონისძების მონაწილეებს სიტყვით მიესალმნენ მინისტრი და ელჩი. ასევე პროგრამის დირექტორმა ქ-ნ მარინა უშვერიძემ სტუმრებს გააცნო ქ.რუსთავის #15 საჯარო სკოლაში პროგრამის ფარგლებში დაარსებული სამოქალაქო კლუბის "მე - აქტიური მოქალაქე"-ს ხელმძღვანელი და წევრები, რომლებმაც თავად ისაუბრეს სამოქალაქო განათლების თემაზე უკვე შექმნილი ნამუშევრებისა და ჩატარებული ღონისძებების შესახებ.