დავიცვათ ბუნება დაბინძურებისგან!

ნათია ლაბაძე,  თინათინ ლაბაძე და ლიკა გოგოლაძე სოფელ ნიგვზარის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეები არიან. მათ ონლაინ ტრენინგი ჩაუტარეს სოფელ ქორეთისა და სოფელ კორბოულის სკოლების მოსწავლეებს, თუ როგორ შეიძლება ძველი ნივთებისგან ახალი, სასარგებლო საგნების დამზადება. ტრენინგის მონაწილეებმა ახალი უნარები შეიძინეს, რომელიც ხელს შეუწყობს ძველი ნივთების ახლებურ გამოყენებას და ბუნების დაცვას დაბინძურებისგან. მოსწავლეები  ონლაინ გამოფენის მოწყობასაც აპირებენ.

ტრენინგი მცირე გრანტის „ნარჩენი არ ნიშნავს ნაგავს“ ფარგლებში ჩატარდა, რომლის მიზანია გარემოს დაცვა. მოსწავლეები გეგმავენ მომავალში გამწვანებისა და დასუფთავების აქციების მოწყობას და საინფორმაციო კამპანიის ჩატარებას ბუნების დაცვის მნიშვნელობაზე.