ონლაინ შეხვედრა ტელეწამყვან ნანიკო ხაზარაძესთან

რა როლი აქვს მედიას და ჟურნალისტებს საგანგებო სიტუაციების დროს? რა  მომზადებას გადიან ჟურნალისტები მსოფლიო პანდემიასთან ბრძოლის პერიოდში? რა არის ჟურნალისტიკის დადებითი და უარყოფითი მხარეები? რა არის თქვენი ყველაზე დიდი მიღწევა? რა არის თავისუფალი მედია? რთულია პანდემიის დროს ჟურნალისტად მუშაობა? – ეს კითხვები დაუსვეს მოსწავლეებმა ტელეწამყვან ნანიკო ხაზარაძეს პირდაპირი ჩართვის  დროს.

მოსწავლეებთან ონლაინ შეხვედრის დროს ნანიკო ხაზარაძემ ისაუბრა ჟურნალისტის პროფესიაზე და სატელევიზიო პროგრამების წამყვანის დიდ გამოცდილებაზე. მან ხაზი გაუსვა ჟურნალისტის მუშაობის მნიშვნელობას განსაკუთრებით COVID-19 პანდემიის და სხვა საგანგებო სიტუაციების დროს.

მან სოციალური ქსელის მეშვეობით უპასუხა მოსწავლეების, პედაგოგებისა და მშობლების  შეკითხვებს საქართველოს ყველა რეგიონიდან. ონლაინ კონფერენციამ დიდი ინტერესი გამოიწვია, მას 3800 მნახველი ადევნებდა თვალს და მსვლელობის დროს 218 კითხვა დაისვა. 

მოსწავლეების კითხვების უმეტესი ნაწილი მედიას და საზოგადოებაში მის როლს ეხებოდა. ასეთი ღონისძიებები ძალიან მნიშვნელოვანია და ხელს უწყობს  საინტერესო ფორმით ინფორმაციის გავრცელებას.