„ენგურის პირას - სოფელი ტურისტებისთვის“

სოფელ კოკის მოსწავლეებმა გადაწყვიტეს  სოფლის კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია. მე -10 კლასის მოსწავლე ელენე შენგელია ეწვია მათ სოფელში მცხოვრებ მურთაზ ჩიქავას, რომელსაც  საკუთარ ეზოში ეთნოგრაფიული მუზეუმი აქვს მოწყობილი. ელენემ მუზეუმში 200-ზე მეტი ფოტო გადაიღო და მურთაზ ჩიქავას ვიდეო ინტერვიუ ჩაიწერა, სადაც მან ისაუბრა მუზეუმის შექმნისა და  იქ წარმოდგენილი ექსპონატების შესახებ.

მოსწავლეებმა სოფელში არსებული  კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შესახებ ვიდეო მოამზადეს და საზოგადოების ინფორმირებისა და სოფლის ტურისტული პოტენციალის ამაღლების მიზნით სოციალური მედიის საშუალებით გაავრცელეს.

მცირე-გრანტის პროექტი „ენგურის პირას - სოფელი ტურისტებისთვის“.