ქალთა მიმართ ძალადობის თემაზე შექმნილი კომიკსები

ქალთა მიმართ ძალადობის თემაზე შექმნილი კომიკსები იძულებით ქორწინებას, ოჯახურ ძალადობას და გენდერულ თანასწორობას ეხება.
კომიკსები სოფელ გომბორის სკოლის მოსწავლეებმა მოამზადეს და მიუთითეს ვის უნდა მიმართონ ქალებმა თუ მათი უფლებები ირღვევა.
მოსწავლეებმა ასევე გადაიღეს ვიდეო მიმართვა და მოამზადეს კითხვარი გენდერული თანასწორობის საკითხებზე თემის წევრების დამოკიდებულების შესასწავლად. გამოკითხვა ონლაინ მიმდინარეობდა. ვიდეო და გამოკითხვის შედეგები გამოქვეყნდა სოციალური ქსელის მეშვეობით.