გიორგი ფხაკაძის ლაივ ჩართვა კორონავირუსის შესახებ

ილია ყიფშიძე სოფელ ქვაციხის სკოლის მოსწავლეა. მისი ინიციატივით გაიმართა გიორგი ფხაკაძის, ჯანდაცვის საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის მრჩევლის, ლაივ ჩართვა კორონავირუსის შესახებ. ილია თვითონ დაუკავშირდა ბატონ გიორგის ფეისბუქის მეშვეობით და ონლაინ საინფორმაციო შეხვედრაში მონაწილეობა სთხოვა. როგორც ილიამ აღნიშნა მისი მიზანი კომპეტენტური პირის მიერ საზოგადოების ინფორმირება იყო.

ბატონი გიორგი დაგეგმილი 40 წუთის მაგივრად 2 საათის განმავლობაში პასუხობდა  მოსწავლეების, პედაგოგების და მშობლების კითხვებს - რა უნდა ვიცოდეთ უცნობი ვირუსის შესახებ; რა პრევენციულ ზომებს უნდა მივმართოთ; როგორია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის კვალიფიციური რეკომენდაციები და სხვა.

ონლაინ შეხვედრა მიმდინარეობდა სოფელ ქვაციხის სასკოლო სამოქალაქო კლუბის მოსწავლეების მიერ შექმნილ ფეისბუქ გვერდზე - ,,სამოქალაქო მედია“.