ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია

ახლა, დისტანციური სწავლების დროს, სოფელ სამების სკოლის მოსწავლეები აგრძელებენ თანატოლებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას. მათ დაამზადეს საინფორმაციო ფურცლები, გადაიღეს ვიდეო ჯანსაღი კვების შესახებ და გაავრცელეს სოციალურ ქსელში.
მანამდე, მოსწავლეებმა თემში გამოკითხვა ჩაატარეს, აღმოჩნდა, რომ გამოკითხულთა მხოლოდ 25% მიყვება ცხოვრების ჯანსაღ წესს.

მცირე გრანტის პროექტის ფარგლებში, მათ გადაწყვიტეს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, დაამზადეს ფლაერები და გაავრცელეს თემში, მოაწყვეს სპორტული თამაშები.