„ტოლერანტობა“ ონლაინ შეხვედრა მოსწავლეებისათვის

შიდა ქართლის რეგიონის პარტნიორი სკოლების მოსწავლეებისთვის თემაზე „ტოლერანტობა“ ონლაინ შეხვედრა გაიმართა. ონლაინ შეხვედრის ფასილიტატორმა ლელა მინდიაშვილმა მოსწავლეებთან ერთად ორი თემა განიხილა: „რასიზმი“ და „თანასწორობა“.
ახალგაზრდებმა იმსჯელეს, თუ რა არის ქსენოფობია და დისკრიმინაცია, ისაუბრეს ტოლერანტობაზე და თანასწორობაზე.
შეხვედრის დასასრულს ფასილიტატორმა ლელა მინდიაშვილმა სავარჯიშოები და ონლაინ რესურსები გაუზიარა მოსწავლეებს, რათა მათ აღნიშნული რესურსების ეფექტურად გამოყენება შეძლონ სასწავლო პროცესში.