კლუბ „მედიატორის“ წევრები საქართველოს პარლამენტში

2012 წლის 19 აპრილს გორის #3 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბ „მედიატორის“ წევრები საქართველოს პარლამენტს ესტუმრნენ, მეგზურობა საზოგადოებასთან ურთიერთობის თანამშრომელმა მარიამ კაციტაძემ გაუწია. 
 
კლუბის წევრებს საშუალება მიეცათ სხდომათა დარბაზში მოესმინათ ინფორმაცია პარლამენტის მუშაობის შესახებ. კლუბის წევრებისთვის საუბარი ძალიან საინტერესო იყო და თვითონაც აქტიურად ჩაერთვნენ დისკუსიაში. კლუბის წევრებს საშუალება მიეცათ აგრეთვე გასცნობოდნენ პარლამენტის შენობის ისტორიასაც. ვიზიტის დასასრულს კი ენახათ საქართველოს კათალიკოს პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის   ილია II  ფოტო მუზეუმი და ხარების ეკლესია.
 
საზოგადოება "ბილიკი"