„საგანგებო სიტუაციები და უსაფრთხოება“

თბილისის #119 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეებმა განახორციელეს ონლაინ საკლასო პროექტი - „საგანგებო სიტუაციები და უსაფრთხოება“ .
ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მოსწავლეებმა მოამზადეს ონლაინ პრეზენტაცია, ვიდეო მიმართვა, ანიმაცია, სლოგანები, პოსტერები და გაავრცელეს სოციალური მედიის მეშვეობით.