ონლაინ კონფერენცია ფსიქოლოგ მაია ცირამუასთან

მიყევით ჯანსაღი ცხოვრების წესს, დაგეგმეთ თქვენი დღე,  გააქტიურეთ სოციალური კონტაქტები, ესაუბრეთ ახლობელ ადამიანებს, თავი აარიდეთ სტრესული ინფორმაციის მიღებას, ემოციებისგან გასამკლავებლად არ გამოიყენოთ თამბაქო და ალკოჰოლი.

ეს ის რეკომენდაციებია, რომლებიც ფსიქოლოგმა მაია ცირამუამ ონლაინ კონფერენციის დროს ურჩია სამოქალაქო კლუბის მოსწავლეებს, პედაგოგებს და მშობლებს.

ონლაინ კონფერენციის სტუმარმა  ისაუბრა როგორ დავძლიოთ სტრესი კორონავირუსის პანდემიის დროს და სოციალური ქსელის მეშვეობით, საქართველოს ყველა რეგიონიდან მიღებულ შეკითხვებს უპასუხა. კონფერენციას 2399 მნახველი ჰყავდა და მსვლელობის დროს 209 კითხვა დაისვა.

დასასრულს ქ-ნმა მაიამ საინტერესო კითხვებისა და აქტიური ჩართულობისათვის მადლობა გადაუხადა  მოსწავლეებს და ჯანმრთელობა უსურვა.

ონლაინ კონფერენცია USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში შედგა.