ონლაინ კონფერენცია მოსწავლეებისთვის კორონავირუსის პრევენციის შესახებ

2020 წლის 20 მარტს, სამოქალაქო განათლების პროგრამის ,,მომავლის თაობა" ფეისბუქ გვერდზე გაიმართა ონლაინ კონფერენცია მოსწავლეებისთვის კორონავირუსის პრევენციის საკითხებზე.

რატომ ჰქვია ვირუსს „კორონა“?

როგორ ვრცელდება და როგორ დავიცვათ თავი კორონა  ვირუსისგან? 

რამდენად არიან ბავშვები რისკ ჯგუფში? 

რამდენი დღე შეიძლება არ ეტყობოდეს ვირუსის ნიშნები ადამიანს? 

არსებობს თუ არა ვაქცინის შექმნის შესაძლებლობა უახლოეს მომავალში?

როგორია ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები -

ეს არის კითხვები, რომლებიც სამოქალაქო კლუბის მოსწავლეებმა ონლაინ კონფერენციის დროს დაუსვეს ექიმ თეა დანელიას.

ონლაინ კონფერენციის სტუმარმა კორონავირუსის გავრცელების პრევენციის შესახებ ისაუბრა და სოციალური ქსელის მეშვეობით, საქართველოს ყველა რეგიონიდან მიღებულ, მოსწავლეთა შეკითხვებს უპასუხა. კონფერენციას 2100 მნახველი ჰყავდა და მსვლელობის დროს 651 კითხვა დაისვა.

დასასრულს თეა ექიმმა საინტერესო კითხვებისა და აქტიური ჩართულობისათვის მადლობა გადაუხადა  მოსწავლეებს და ჯანმრთელობა უსურვა.

ონლაინ კონფერენცია USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში შედგა.

.