მოსწავლეებმა თემის ინფორმირება გადაწყვიტეს ვირუსული დაავადებების პრევენციის მიზნით

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭკადუაშის სამოქალაქო კლუბის წევრებმა ვირუსული დაავადებების პრევენციის შესახებ მოსახლეობის ინფორმირება გადაწყვიტეს. მათ სკოლაში მოიწვიეს სოფლის ექიმი, რომლისგან მიღებულ კვალიფიციურ ინფორმაციაზე დაყრდნობით საინფორმაციო კედლის გაზეთი და ბუკლეტები მოამზადეს და თემში გაავრცელეს.