ლიკა ჯაიანი სასკოლო სამოქალაქო კლუბში ჩართულობის შესახებ

ლიკა ჯაიანი, სოფელ კეხიჯვარის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეა. ლიკა გვიზიარებს სასკოლო სამოქალაქო კლუბში მუშაობის გამოცდილებას:

„სასკოლო სამოქალაქო კლუბში ჩართვამდე, ხალხთან კომუნიკაცია მიჭირდა, პრეზენტაციის გაკეთებას ვერ ვახერხებდი, ძალიან დაძაბული და გაუბედავი ვიყავი. მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ მსგავსი ,,კომპლექსებიმომეხსნა, სხვა კუთხით დავინახე ჩემი თავი და შესაძლებლობები. სამოქალაქო აქტივობებშიც აქტიურად ჩავერთე და თამამად დავიწყე მონაწილეობაახლა მე და ჩემი მეგობრები ერთად ვგეგმავთ და ვახორციელებთ პროექტებს, რომლებიც  მოსწავლეების ცნობიერების ამაღლებას, ბავშვთა უფლებების, თანასწორობის დაცვას, შშმ ბავშვების საზოგადოებაში ინტეგრაციასთემისა და სკოლის პრობლემების გამოვლენასა და ამ პრობლემების  გადაჭრას ემსახურება.

პროგრამისმომავლის თაობ დამსახურებით, ჩვენს სკოლაში სამოქალაქო განათლება მხოლოდ სახელმძღვანელოთი არ ისწავლება, საშუალება გვაქვს, ნასწავლი ცხოვრებაშიც განვახორციელოთ და აქტიური მოქალაქეები ვიყოთ.

სამოქალაქო განათლება მოაზროვნე და რეალიზებულ ადამიანად ჩამოყალიბებაში მეხმარება“ - ამბობს ლიკა ჯაიანი.